ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ევროპული ტურნე ბრიტანეთით დაიწყო


ლონდონში ჩასულ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა დედოფალ ელისაბედის მეთაურობით, დღეს საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ვიზიტის განმავლობაში მისი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრა და მოლაპარაკებაც შედის. მეი ახლო მომავალში პოსტის დატოვებას გეგმავს. ტრამპის ევროპული ტურნე ასევე მოიცავს საფრანგეთში და ირლანდიაში სტუმრობას.

ლონდონში გაფრენამდე, ტრამპმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ მისი ევროპული ტურნე "ძალიან საინტერესო" იქნება. პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ახლა აქვთ შანსი "ძალიან დიდ სავაჭრო შეთანხმებას" მიაღწიონ.

ტრამპის ვიზიტი ლონდონში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა. გასულ თვეში, ტერეზა მეიმ განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე გააკეთა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ქვეყნის ლიდერმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების (ე.წ. ბრექსიტის) პროცესის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფა ვერ შესძლო.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე ის მხარს უჭერს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს. კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ის ჯონსონს და ბრექსიტის მომხრე პოლიტიკოსს ნაიჯელ ფარაჯს ლონდონში შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG