ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი ივნისში ბრიტანეთში და საფრანგეთში ჩადის


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ივნისში რამდენიმე სახელმწიფო ვიზიტს გეგმავს. დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად, ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის და დედოფალ ელისაბედს შეხვდება.

ამერიკის პირველმა წყვილმა დედოფლისგან მოსაწვევი მიიღო, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს 3-დან 5 ივნისამდე ეწვევა. პრეზიდენტი ტრამპი რამდენიმე საზეიმო ღონისძიებას დაესწრება, რომელიც მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ იუბილეს ეძღვნება.

ბრიტანეთიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საფრანგეთში, ნორმანდიაში გაემგზავრებიან. იქაც უმაღლესი დონის შეხვედრა იგეგმება, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიღებს მონაწილეობას.

75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მეორე მსოფლიო ომში დიდი გარდატეხა მოხდა. მოკავშირეებმა ნორმანდიაში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო იერიში განახორციელეს. იმ დღეს, მასიური სადესანტო გადასხმის შემდეგ გამართულ ბრძოლაში 4 500 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამ ისტორიულმა ოპერაციამ საფუძველი ჩაუყარა მოკავშირეთა გამარჯვებას მთელი ევროპის მასშტაბით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG