ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: "ტერეზა მეის და მის გეგმებს დიდ პატივს ვცემ"


ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრამდე ბრიტანულ გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუდან გავრცელებული ცნობები "ყალბი ახალი ამბების" ნაწილი იყო.

მე არ გამიკრიტიკებია პრემიერ-მინისტრი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრემიერს, სამწუხაროდ სტატია, რომელიც მომზადდა, ზოგადად კარგი იყო, მაგრამ არ მოიცავდა იმას, თუ რა ვთქვი პრემიერზე, არადა მე არაჩვეულებრივი რაღაცები ვილაპარაკე მასზე", - თქვა პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გადაფარა ინტერვიუმ, რომელიც მანამდე პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა "The Sun"-ს მისცა. ინტერვიუში მან მეის "ბრექსიტის გეგმაზე" ისაუბრა, ასევე თქვა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გასულ კვირას გადადგა, კარგი კანდიდატი იქნებოდა პრემიერის პოსტზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ემიგრანტის ქალაქში ყოფნის გამო ლონდონში კრიმინალი გაიზარდა. ინტერვიუში ტრამპი ასევე ამბობდა, რომ სავაჭრო შეთანხმებებს ბრიტანეთსა და ამერიკას შორის საფრთხე დაემუქრება, თუკი ბრიტანეთი სრულად არ დატოვებს ევროკოვაშირის ეკონომიკურ-სავაჭრო სივრცესა და სისტემას.

თუმცა პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს ტერეზა მეის მიდგომას ე.წ. "ბრექსიტის" - ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან პრემიერს სთხოვა გაგრძელდეს სავაჭრო ურთიერთობა შეზღუდვების გარეშე. ორივე ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ მათ ექნებათ ვაჭრობა ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთანაც, და ეს უარყოფითად არ აისახება მათ ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG