ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო დიალოგი გრძელდება


ისრაელის და პალესტინის ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეგვიპტის ქალაქი შარმ-ელ-შეიხში და შემდეგ იერუსალიმში გააგრძელებენ. შეხვედრები 14 და 15 სექტემბერს გაიმართება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და დესპანი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯორჯ მიტჩელი. სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მთავარ დაბრკოლებას ებრაული დასახლებების საკითხი წარმოადგენს. პალესტინელი ლიდერების განცხადებით, თუკი ებრაული დასახლებების მშენებლობები განახლდება, ისინი მოლაპარაკებებს დატოვებენ.

XS
SM
MD
LG