ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი პაკისტანში ბრუნდება


თალიბანი ექსპრეზიდენტზე თავდასხმას გეგმავს

პაკისტანური თალიბანი ყოფილ პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს სიკვდილით ემუქრება. მუშარაფი ქვეყანაში დაბრუნდა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. თალიბანის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკვე მზად ყავთ თვითმკვლელი ტერორისტების ჯგუფი, რომელიც მუშარაფზე განახორციელებს თავდასხმას. პაკისტანის ექსპრეზიდენტი სამშობლოში კვირას ბრუნდება. მუშარაფი პაკისტანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი იყო და მან ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების გზით 1999 წელს ჩაიგდო ხელში. ის ოჯახთან ერთად ლონდონსა და დუბაიში ცხოვრობდა. მუშარაფი აცხადებს, რომ სამშობლოში ბრუნდება და თავის პარტიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG