ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი პაკისტანში დაბრუნდება


განცხადება დაბრუნების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დუბაიდან გააკეთა

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის განცხადებით, ის სამშობლოში რამდენიმე კვირაში დაბრუნებას აპირებს. მუშარაფმა საკუთარი ნებით დატოვა პაკისტანი და დევნილობაში იმყოფებოდა. დაბრუნებას ის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და მასში მონაწილეობის სურვილსაც აცხადებს.
პაკისტანში დაბრუნების შესახებ პერვეზ მუშარაფს არაერთხელ განუცხადებია, თუმცა დაპირება აქამდე არ შეუსრულებია. განცხადება დაბრუნების შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა დუბაიდან გააკეთა და თარიღად მარტის შუა რიცხვები დაასახელა, კერძოდ დრო როდესაც დროებითი მთავრობა დაკომპლექტდება.
XS
SM
MD
LG