ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი ლიდერი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს


მუშარაფის მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის დუბაიდან მიმართვას უსმენენ. 8 იანვარი, 2012 წ.

ექსპრეზიდენტი მუშარაფი მომავალ არჩევნებზე საკუთარი პარტიის გაყვანისთვის ემზადება

ექსპრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ იანვრის ბოლოსთვის ის პაკისტანში დაბრუნებას აპირებს. მხარდამჭერებთან კვირას გამართულ სატელეფონო საუბარში ჩამოსვლის სავარაუდო თარიღად ყოფილმა პრეზიდენტმა 27-30 იანვარი დაასახელა.

ბატონი მუშარაფი სრულიად პაკისტანის მუსლიმთა ლიგაში ერთ-ერთ ფრაქციას ხელმძღვანელობს და აცხადებს, რომ ის მომავალ არჩევნებზე საკუთარი პარტიის გაყვანისთვის ემზადება. ექს-პრეზიდენტ მუშარაფის თქმით მას პაკისტანში ყველა ეთნიკური ჯგუფი უჭერს მხარს.

პაკისტანის პროკურატურის განცხადებით მუშარაფს ქვეყანაში გამოჩენისთანავე დააპატიმრებენ და ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბხუტოს მკვლელობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის გასამართლდება.

ყოფილი პრეზიდენტი პრემიერზე შეტევას პაკისტანელ თლიბებს აბრალებს, თუმცა პაკისტანის პროკურატურას მიაჩნია, რომ მუშარაფმა ქვეყნის უმაღლეს პირზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

ექს-პრეზიდენტი 2008 წლის შემდეგ მონაცვლეობით ლონდონში და დუბაიში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG