ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ბრძანება გაიცა


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ბრძანება გაიცა
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ბრძანება გაიცა

პრეზიდენტს ბრალად ქვეყნის პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა ედება.

პაკისტანის სასამართლოს ანტიტერორისტულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის დაპატიმრების შესახებ ბრძანება გასცა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ქვეყნის პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობა ედება.

შაბათს პროკურორმა განაცხადა, რომ მუშარაფს ბრალად ედება ქალბატონი ბჰუტოს მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

შეგახსენებთ, რომ ბჰუტო 2007 წლის 27 დეკემბერს, ქალაქ რავალპინდში იარაღით მოკლეს, რასაც წამებში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება მოჰყვა.

მუშარაფი წლებია უარყოფს ბრალდებას.

სასამართლო ბრძანების თანახმად, მუშარაფი სასამართლოში 19 თებერვალს უნდა გამოცხადდეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო ბრძანებას არ დაემორჩილება.

მუშარაფი 2008 წელს გადაგდა თანამდებობიდან. იგი უმეტეს დროს ლონდონსა და დუბაიში ატარებს.

XS
SM
MD
LG