ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

250-ზე მეტი მეომარი ავღანეთის საზღვრებიდან პაკისტანში შეიჭრა


250-ზე მეტი მეომარი ავღანეთის საზღვრებიდან პაკისტანში შეიჭრა
250-ზე მეტი მეომარი ავღანეთის საზღვრებიდან პაკისტანში შეიჭრა

250-ზე მეტი მეომარი ავღანეთის საზღვრებიდან პაკისტანში შეიჭრა. ავტომატური იარაღით და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებულმა დაჯგუფებამ იერიში ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე მიიტანა.

პაკისტანის ოფიციალური პირების და ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ყველაზე ცოტა 5 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის 2 ქალია. ორმხრივი სროლა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ოფიციალური პირების განცხადებით 3 ქალი დაიჭრა და შეიარაღებულმა დაჯგუფებამ რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე გაიტაცა.

დღევანდელი შეტაკება რიგით მეორეა ბოლო თვის განმავლობაში. პირველ ივნისს დაწყებული ორთაბრძოლა ორი დღე გაგრძელდა და მსხვერპლმა 60 ადამიანს გადააჭარბა. მასზე პასუხისმგებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.

პაკისტანის ლიდერთა განცხადებით ავღანეთის ხელისუფლებამ და ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის საზღვარი მეტად უნდა გააკონტროლონ.

XS
SM
MD
LG