ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბადში 11 ადამიანი დაიღუპა


დედაქალაქის სასამართლოს შენობაში მომხდარ აფეთქებაში დაღუპულთა შორის 2 მოსამართლე და რამდენიმე ადვოკატია

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის შეტევის შედეგად, ისლამაბადში 11 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის სასამართლოს შენობაში მომხდარ აფეთქებაში გარდაცვლილთა შორის 2 მოსამართლე და რამდენიმე ადვოკატია. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ორი დამნაშავე სასამართლო დარბაზში შეიჭრა. მათ ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, „კარგად კოორდინირებული ტერორისტული აქტის“ შედეგად 25 ადამიანი დაიჭრა. მათი უმეტესობა ახალგაზრდა ადვოკატია. მომხდარის გამო, ქვეყნის ადვოკატთა ასოციაცია სასამართლოს შენობებზე იერიშს აპროტესტებს და საყოველთაო გაფიცვას აცხადებს.
XS
SM
MD
LG