ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პოლიციელების ჯგუფზე თავდასხმა მოხდა


პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა დაცვის სამსახურის ჯგუფზე თავდასხმისას. ჯგუფი პოლიომელითის ვაქციანაციის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიდიოდა დანიშნულების ადგილზე. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი და ექვსი პოლიციელია.

მსხვერპლია ასევე ბალუჩისტანის რეგიონშიც, სადაც პოლიციელები კვეტაში მიმავალი ესპანელი ველომრბოლელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ესკორტის მეშვეობით ცდილობდნენ. აფეთქების შედეგად ექვსი პოლიციელი დაიღუპა. ველომრბოლელი დაშავდა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების აცხადებენ, რომ სამშაბათს ვაზირისტანის რეგიონში ჩატარებული სპეც ოპერაციის შედეგად მოკლული იქნა მეამბოხეების ჯგუფის 40 წევრი, მათ შორის, 33 უზბეკი მებრძოლი და სამი გერმანელი იყო.
XS
SM
MD
LG