ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფი სასამართლოში გამოიძახეს


ექსპრეზიდენტი თავს დამნაშავედ არ სცნობს

პერვეზ მუშარაფი პაკისტანის სასამართლოში გამოიძახეს. ქვეყნის ექსპრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება.

მუშარაფი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ორ მოსმენებზე არ გამოცხადდა. ყოფილ გენერალს გული აწუხებს და ის პაკისტანის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მას შემდეგ, რაც მოსამართლეები სამედიცინო დასკვნას გაეცნენ, გადაწყვიტეს, რომ ექსპრეზიდენტს 16 იანვარს სასამართლოში გამოცხადების უნარი შესწევს. 70 წლის მუშარაფი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
XS
SM
MD
LG