ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანში


არასამთავრობო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი მოკლეს

პაკისტანში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, სადაც პაკისტანური საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები ისხდნენ. თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. პაკისტანური არასამათავრობო ორგანიზაციის განცხადებით დაღუპულთა შორის ექვსი ქალია. თავდასხმა დედაქალაქ ისლამაბადიდან 75 კილომეტრის დაშორებით მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მათი თანამშრომლები სახლებში ბრუნდებოდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG