ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 13 ჯარისკაცი დაიღუპა

100-მდე შეიარაღებული მეამბოხე აღანეთიდან თავს დაესხა პაკისტანელ სამხედროებს

პაკისტანმა ავღანეთს ოფიციალური პროტესტი გაუგზავნა, მას შემდეგ რაც საზღვართან შეტაკებების შედეგად 13 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. პაკსიტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოდასავლეთ ზემო დირის რეგიონში, ავღანეთიდან 100-მდე შეიარაღებული მეამბოხე თავს დაესხა პაკისტანის სამხედროებს. ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა 6 პაკისტანელი ჯარისკაცი და 14 ავღანელი თავდამსხმელი. ამასთან 7 პაკისტანელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. მოგვიანებით შვიდევე თავმოკვეთილი იპოვეს. თავდასხმაზე პასხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო.
This item is part of
XS
SM
MD
LG