ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა დრონმა 16 თალიბი მოკლა


ამერიკულმა დრონმა 16 თალიბი მოკლა

პაკისტანის დაზვერვის განცხადებით ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ვაზირისტანის რაიონში თალიბების 16 მეომარი დაიღუპა.

ამერიკულმა დრონმა რაკეტები დაუშინა ჩრდილოეთ ვაზირისტანის მახლობლად მდებარე ქალაქ მირანშაჰის ერთ-ერთ შენობას, სადაც თალიბები იმყოფებოდნენ. ამ თავდასხმის შედეგად 7 მებრძოლი დაიღუპა.

ამერიკას არასოდეს უღიარებია უფიციალურად უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება პაკისტანის ტერიტორიაზე. ოფიციალური ისლამაბადი გმობს ამგვარ თავდასხმებს, რაც პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნია, მაგრამ არაოფიცილური მონაცემებით ამერიკელი სამხედროები ამ რეიდებს პაკსიტანის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე აკეთებენ.

XS
SM
MD
LG