ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამერიკის ბრალდებას


პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამერიკის ბრალდებას

ამერიკული გაზეთი Washington Post იუწყება რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მიაწოდეს პაკისტანის მთავრობას ინფორმაცია პაკისტანის ტერიტორიაზე მეამბოხეების მიერ ნაღმების ამწყობი ქარხნების ადგილმდებარეობის შესახებ. თუმცა პაკისტანის სამხედრო ძალებმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს მეამბოხეების დაკავება. ამ ფაქტის გამო, ვაშინგტონში პაკისტანის მთავრობის გულწრფელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გაზეთი იუწყება რომ მაისის შუა რიცხვებში ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ პაკისტანის მთავრობას გადასცა ოპერატიული ვიდეო მასალა და ინფორმაცია ნაღმების ამწყობი ქარხნების ადგილმდებარეობის შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირები ეჭვობენ რომ ინფორმაცია პაკსიტანის მთავრობაში მყოფი მემაბოხეების მხარდამჭერმა გაიტანა ან ინფორმაცია პირადპირ პაკისტანის სადაზვერვო სააგენტომ მიაწოდა მეამბოხეებს.

ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ პაკისტანს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იარაღის საწყობის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც როგორც პაკსიტანის სამხედრო ოფიციალური პირი აცხადებს ცარიელი აღმოჩნდა.

პაკისტანის მთავრობა უარყოფს ამერიკის ბრალდებას მეამბოხეებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ. პაკსიტანსა და ამერიკას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ბინ ლადენის პაკისტანში აღმოჩენის შემდეგ.

XS
SM
MD
LG