ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში შეტაკება მოხდა


პაკისტანში შეტაკება მოხდა
პაკისტანში შეტაკება მოხდა

პაკისტანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, პარასკევს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განხორციელებულ თავდასხმებს, 11 ჯარისკაცი და 24 მეამბოხე ემსხვერპლა.

შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დროს კოალიციისა და ადგილობრივი სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლები, ძირითადად თალიბები და ალ ყაიდას დაჯგუფების წევრები არიან.

შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით, ავღანეთმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა პაკისტანთან, რათა ორი ქვეყნის სასაზღვრო ტერიტორიაზე მოთარეშე ტერორისტებმა, ახალი თავდასხმების განხორციელება მომავალში ვერ შეძლონ.

XS
SM
MD
LG