ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მცირეწლოვანი ქრისტიანი გოგონა დააპატიმრეს


პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა ცოტა ხნის წინ დაპატიმრებული ქრისტიანი გოგონას საქმის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ ყურანი შეურაცხყო.

პოლიციის თქმით, გოგონა ხუთშაბათს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ისლამაბადში მეზობლებმა მის სახლს ალყა შემოარტყეს და ის ყურანის ფურცლების დაწვაში დაადანაშაულეს. თვითმხილველების ნაწილი კი ამბობს, რომ ის ნაგავში ნაპოვნ ქაღალდებს წვავდა ცეცხლზე საჭმლის გასაკეთებლად.

გოგონას ასაკზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. პოლიცია ამბობს, რომ ის 16 წლისაა, მეზობლების ერთი ნაწილი აცხადებს რომ ის მხოლოდ 11-ისაა.
XS
SM
MD
LG