პაკისტანის პოლიციის განცხადებით კამიკაძემ ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონში ერთ-ერთი საველე მეთაური გამოასალმა სიცოცლხეს.
ტერაქტი ქალაქ ფეშავარის გარეუბანში მოხდა, რომლის დროსაც ჰაჯი ახუნზადასთან ერთად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
ახუნზადა ანსარ ულ-ისლამის დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო, რომელიც ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ხიბერის რაიონში მოქმედებდა.
პაკისტანის ხელისუფლება ამ ტერაქტში ლაშქარ-ი-ისლამის შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებს.