პკაისტანის დაზვერვის განცხადების თანახმად შეერთებული შტატების უპილოტო თფითმფრინავმა ვაზირისტანის რეგიონში მდებარე ქალაქ მირანშაჰში საცხოვრებელი სახლი დაბომბა.
ამ თავდასხმის შედეგად ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ცნობილი საველე მეთაური ბადარ მანსური დაიღუპა. ეს პიროვნება პაკისტანელ თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი იყო.
სარაკეტო დარტყმის შედეგად მანსურთან ერთად კიდევ სამი მეომარი დაიღუპა. როგორც ვაშინგტონში მოქმედი ორგანიზაცია „ნიუ ამერიკა ფაუნდეიშენი“ აცხადებს 8 წლის განმავლობაში ამერიკული დრონების საჰაერო თავდასხმების შედეგად პაკისტანში 1700-დან 2700-მდე ადამიანი დაიღუპა.