ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანები "დაიკავე ოულ სტრიტის" აქტივისტებს შეუერთდნენ


ვეტერანები "დაიკავე ოულ სტრიტის" აქტივისტებს შეუერთდნენ
ვეტერანები "დაიკავე ოულ სტრიტის" აქტივისტებს შეუერთდნენ

16 იანვარს შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღე აღნიშნეს. ამ დროს ვაშინგტონში სამოქალაქო მოძრაობის ვეტერანები დაიკავე ოულ სტრიტის აქტივისტებს შეუერთდნენ.

ახალი კოალიცია მეოცე საუკუნის სამოქალაქო მოძრაობის დროინდელი პოპულარული სიმღერების თანხლებით ცენტრალური ბანკის შენობებთან პირველ აქციებს მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რამდენიმე ასეული დემონსტრანტი ვაშინგტონში შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის შენობასთან შეიკრიბა. ისინი საკუთარ თავს დაიკავე ოცნების მოძრაობას უწოდებენ. მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღის აღნიშვნასთან ერთად ისინი ეკონომიკური სამართლიანობისთვის იბრძვიან.

სტივენ სმიტი სოციალური სამართლიანობის მოძრაობის აქტივისტია. მისი თქმით:“ მარტინ ლუთერ კინგისთვის პატივის მისაგებად ჩვენ დაიკავე უოლ სტრიტის მოძრაობას უნდა შევუერთდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი ტრადიცია.“

დაიკავე ოცნების მოძრაობის და დაიკავე ოულ სტრიტის კოალიციას შავკანიანი სასულიერო პირების კავშირის წევრებიც შეუერთდნენ, რომლებმაც საპროტესტო აქციები ცენტრალური ბანკის შენობებთან ამერიკის 13 ქალაქში გამართეს.

მოძრაობას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: პირველი გაიზარდოს საუნივერსიტეტო გრანტების რაოდენობა, კრედიტით ნაყიდი სახლების მფლობელებს გადაუვადონ დავალიანების გადახდა და ოულ სტრიტის ბანკებმა 100 მილიარდი დოლარით დააფინანსონ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჯამალ ბრაიანტის განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მოძრაობამ უფრო მეტი აქციები უნდა გამართოს 14 თებერვლის შემდეგ, რომლებიც ყოველთვიურდ გაიმართება.

მან მილიონამდე ამერიკელს მოუწოდა თავისი დანაზოგები კორპორატიული ბანკებიდან ადგილობრივ მცირე ბანკებში გადაიტანონ, რათა ეს თანხები საზოგადოების საჭიროებისთვის დაიხარჯოს და არა ბანკირების გასამდიდრებლად.

ბატონი ბრაიანტის თქმით:“ ამერიკა იმგვარი ეკონომიკური რევოლუციის წინაშე დგას, რომელიც მას არასოდეს უნახავს.“ მიტინგზე შეკრებილ ხალხს ჯამალ ბრაიანტმა განუცხდა, რომ დღესაც ისევე აქტუალურია 40 წლის წინანდელი პრობლემები, როგორც მარტინ ლუთერ კინგის დროს იყო. 1968 წელს დოქტორი კინგი სწორედ ამ იდეალებისთვის ბრძოლას შეეწირა.

XS
SM
MD
LG