ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ტეხასს სტუმრობს


ბარაკ ობამა მეინორის ახალი ტექნოლოგიების სკოლას მოინახულებს

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტეხასის დედაქალაქ ოსტინში მეინორის ახალი ტექნოლოგიების სკოლას მოინახულებს. ამით ის თეთრი სახლის პროგრამას იწყებს, რომელიც „საშუალო კლასის სამუშაო ადგილების და შესაძლებლობების“ სახელით არის ცნობილი. მეინორის სკოლამ საქვეყნო აღიარება მოიპოვა ისეთი პროგრამების საკითხში, როგორიც არის მათემატიკა, მეცნიერება და ინჟინირება. სწორედ ეს სფეროები განიხილება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივად. ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშახელზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. ბოლო კვლევების თანახმად სტუდენტების განათლება ამ საგნებში მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. მეინორის სკოლა აღნიშნულ საგნებში სტუდენტებს ინოვაციურ განათლებას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG