ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესი საემიგრაციო რეფორმაზე მსჯელობს


რესპუბლიკელები საემიგრაციო კონომდებლობაში ჰომოსექსუალი ემიგრანტი წყვილების უფლებების გათვალისწინების წინააღმდეგ გამოდიან

შეერთებული შტატების კონგრესი ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ სამუშაოს უბრუნდება. ამ კვირაში საიმიგრაციო რეფორმაზე და ასევე გასულ წელს ბენღაზიში ამერიკის საელჩოზე მომხდარ თავდასხმის საკითხებზე იმსჯელებენ.

საემიგრაციო რეფორმაზე მუშაობა სენატში თითქმის დასრულებისკენ მიდის, სადაც ორპარტიული კანონ-პროექტი იქ გასულ თვეს შევიდა. ამ კვირაში სენატორები განიხილავენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ემიგრანტების საკითხს, რომელიც იმაში მდგომარეობს, ექნება თუ არა კანონს თანაბარი მიდგომა იმ წყვილების მიმართ, რომელთა კავშირი არსებული ფედერალური კანონით არ არის დაკანონებული.

გასულ კვირას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსვლაში საემიგრაციო რეფორმის კონტექსტში ჰომოსექსუალი წყვილების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ბარაკ ობამა: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს ისე უნდა მოექცნენ როგორც სხვებს. „ჩემთვის ეს არის პრინციპის მთავარი არსი, რომელიც ყველა კანონზე მნიშვნელოვანია, და გულისხმობს იმას, რომ ყველა ამ სამყაროში თანასწორია“, განაცხადა ბარაკ ობამამ.

საემიგრაციო რეფორმის კანონ-პროექტის მიხედვით პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ამერიკელს არ აქვს უფლება დაასპონსოროს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლე, იმისათვის რომ ისიც ამერიკის მოქალაქე გახდეს. სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე დაქორწინებული ჰომოსექსუალი წყვილები, მაგალითისთვის ამერიკელი ჰიზერ მორგანი და სპენიერდ მარია დელ მარ ვარდუგო, შეიძლება ნებისმიერ დროს დააშორონ.

ჰიზერ მორგანი: სრული გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით რომ, შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მარიას ქვეყნის იძულებით დატოვება მოუწიოს.

თუმცა ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალთა უფლებები საემიგრაციო რეფორმაში გაითვალისწინონ, იმ მოტივით რომ ეს მთლიანად კანონს შეუქმნის საფრთხეს. სენატის იურიდიული კომიტეტი ამ საკითხის განხილვას კვრის ბოლოს აპირებს.

ამასობაში, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ ტერაქტი ბენღაზიში, რომელმაც ამერიკის ოთხი მოქალაქე იმსხვერპლა, მათ შორის ამერიკის ელჩი ლიბიაში, კიდევ ერთხელ იქნება განხილული. რესპუბლიკელები, მათ შორის კონგრესმენი დერილ ისსა საკმარისად არ თვლიან თავდასხმამდე და ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განმარტებებს.

დერილ ისსა: ლიბია არის ქვეყანა, სადაც უსაფრთხოება არ არის დაცული.

სამშაბათს, პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეის ლიდერს პარკ გეინ-ჰუნს ხვდება თეთრ სახლში. მისი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის გარშემო უკიდურესად დაძაბული ვითარების და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის უსაფრთხოების ხარისხის გავლენის გადასინჯვის ფონზე იმართება.
XS
SM
MD
LG