ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ემიგრაციის პრობლემა ევროპაში


ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმიგრანტების ყველაფერში დადანაშაულება არ შეიძლება

იმ დროს როდესაც, შეერთებული შტატების კონგრესმა მიაღწია შეთანხმებას უსაბუთო იმიგრატებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროპის ბევრ ქვეყანაში საემიგრაციო პრობლემა ისევ მწვავედ დგას.

რომში კათოლიკური ეკლესიის მიერ იმიგრანტებისთვის სპეციალური საკონსულტაციო ცენტრია გახსნილი. ამ ადამიანებზე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისტმა ძალზედ უარყოფითად იმოქმედა.ბევრი მათგანი უმუშევარია და მთავრობის შემწეობის იმედზეა. ზოგიერთი იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს. იმიგრანტების მიმართ იტალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში უკმაყოფილება იზრდება. მათ მაღალი დონის უმუშევრობაში და სხვა ეკონომიკურ პრობლემებში სდებენ ბრალს. მამა რენე მანენტი საიმიგრაციო ცენტრში მუშაობს.

„როდესაც გაჭირვება დგება, ყველა იმიგრანტებისკენ იშვერს ხელს. თუკი ჩვენი თავისკენ გავიშვერთ თითს, მაშინ მივხვდებით რომ ამ ვითარებაში ჩვენი პასუხისმგებლობაა,“ - ამბობს მამა რენე მანენტი.

არსებული ვითარება დიდ გავლენას მოახდენს ბრიტანეთში მოახლოებულ არჩევნებზე. აქ უკვე ისმის ევროკავშირიდან გამოსვლის მოთხოვნა. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია კი იმიგრანტებსი შემოშვების აკრძალვას ითხოვს. თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმიგრანტების ყველაფერში დადანაშაულება არ შეიძლება.

„რასაკვირველია, რეალობა რთულია. ეს არის სიტუაცია, როდესაც იმიგრანტები იტალიელ ხალხს ართმევენ სამუშაო ადგილებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ართმევენ იმ სამუშაო ადგილებს, სადაც იტალიელებს არ სურთ მუშაობა,“ - ამბობს რენე მანენტი.

მისი თქმით, იტალიელებს არ უნდათ დაბალანაზღაურებადი და მრავალსაათიანი სამსახური, სადაც მათ მძიმე ფიზიკური შრომა უწევთ.
ლონდონის უნივერსიტეტის მიგრაციის ცენტრის თანადირექტორი პროფესორი ჯონ სოლტი ამბობს, რომ ევროკავშირის შექმნის კონცეფციაში სწორედ თავისუფალი მუშახელის იდეაა ჩადებული. თუმცა, ის ფიქრობს, რომ თუკი ევროკავშირის ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში დაბალშემოსვალიანი მიგრანტების შედინება გაგრძელდება, ეს საერთო სიტუაციაზე უარყოფით გავლეანს მოახდენს.
XS
SM
MD
LG