შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვითი ქმედება გამართლებულია ისეთი ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, როგორიც ლიბანური მოძრაობა ჰეზბოლაა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ესპანურენოვანი არხის "ტელემუნდოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ არ გააკეთა პირდაპირი კომენტარი გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც, ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ჰეზბოლას სარაკეტო სისტემაზე საჰაერო იერიში განახორციელა. ობამამ აღნიშნა, რომ ის ელოდება ისრაელის მიერ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფას ან დადასტურებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გავრცელებულ ცნობაზე პირდაპირი კომენტარი გააკეთა