ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიაში სამხედრო ვარიანტებს განიხილავს


პენტაგონმა თეთრ სახლს სირიის ქიმიური იარაღის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტები წარუდგინა

პენტაგონმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების წინაააღმდეგ განსახილველად სამხედრო ვარიანტები წარუდგინა. ანალიტიკოსები ამბობენ რომ, არცერთი წინადადება არ არის მარტივი ან პირდაპირი. ზოგიერთი ვარიანტის მიხედვით, ამან შეიძლება ათი ათასობით ჯარისკაცის ჩართვა გამოიწვიოს, არსებობს რისკი მათი დასნებოვანების და ასევე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის დიდი საშიშროება.

სამხედრო ვარიანტებში შედის მოწინააღმდეგე მხარის იარაღის საცავების დაბომბვა, და ასევე ამბოხებულების იარაღით დახმარება.

ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში მათი განხორციელება არ მოხდება მარტივად და სწრაფად. პროცესს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი ამბობს რომ, შეერთებული შტატები გარკვეულ საფეხურზე მივიდა არსებული კვლევის მიხედვით, რაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ადასტურებს. თუმცა ფრთხილობს რომ, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ.

ჩაკ ჰეგელი: ჩვენ ვაგრძელებთ მომხდარის შეფასებას, და მოკვლევას სად და როგორ მოხდა ქიმიური იარაღის გამოყენება. საჭიროა კონკრეტული ფაქტების მიღება, ვიდრე განაჩენს გამოვიტანთ ან კონკრეტულ ქმედებაზე გადავალთ. ასევე განვიხილავთ იმასაც, თუ რა სახის ღონისძიება იქნება გატარებული.

ქიმიური იარაღის მხოლოდ უსაფრთხოების დაცვა იქნება მონუმენტური ოპერაცია, რომელიც გამოიწვევს შეერთებული შტატების ასობით ჯარისკაცის ჩართვას, რომელთაც დაევალებათ იარაღის დაცვა, და დაბინძურების პრევენცია, საქმე, რომლის გამოც ინტენსიური მომზადება მათ ერაყში უკვე გაიარეს.
სირიის საჰაერო თავდაცვა სიძლიერეს ინარჩუნებს, და ანალიტიკოსები ბაშარ ალ -ასადის სამხედროების მხრიდან მძლავრ და სასტიკ რეაქციას ელოდებიან.

„ ამერიკულ წამოწყებათა ისნტიტუტის“ წარმომადგენელი მაიკლ რუბინი ამბობს რომ ეს საკმაოდ უწესრიგო ოპერაცია იქნება.

მაიკლ რუბინი: აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქიმიური იარაღის უსაფრთხოების დაცვაზე. ამან შეიძლება რამდენიმე კვირა წაიღოს, და ეს იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება ითანამშრომლებდა მათთან. ასე რომ, თუ გვსურს ქიმიური იარაღისგან თავის დაცვა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს მათ დაბომბვას. ამის გამო კი დაბინძურების გავრცელებაა მოსალოდნელი.

სხვა მიდგომამ შესაძლოა შექმნას უსაფრთხოების ზონა, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო სივრცის დახურვას, რასაც დასჭირდება უფრო მეტი რესურსი და მეკავშირეების მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ ვარიანტს.

ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს თანმიმდევრული დასკვნა, ამგვარად არჩევანი ჯერ არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG