ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ანგელა მერკელს ვაშინგტონში შეხვდა


ობამა ანგელა მერკელს ვაშინგტონში შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ვაშინგტონში შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის ლიდერები იმ განსხვავებების შეჯერებას ეცდებიან, რომლებიც ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებასა და ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ არსებობს.

გერმანიის კანცლერს ვაშინგტონში პომპეზურად შეხვდნენ. ქალბატონი მერკელის მიღების ცერემონიალზე ორივე ქვეყნის ჰიმნი ცოცხალი შესრულებით იყო წარმოდგენილი.

მერკელის მიღების ცერემონიალს ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლე ჯილის თანხლებით დაესწრნენ.

გუშინ ორი ქვეყნის ლიდერმა ჯორჯთაუნის უბანში ერთ-ერთ ელეგანტურ რესტორანში ერთად ივახშმა.

XS
SM
MD
LG