ბარაკ ობამას მიერ, ავღანეთში ამერიკული ჯარის მეთაურად დანიშნული გენერალი , როგორც ამერიკელი ასევე ავღანელი კანონმდებლების ქებას იმსახურებს.
გენერალ სტენლი მაკკრისტალის შემცვლელად ამერიკის შეერთებული შტატების მთავარსარდალი ერაყში, დევიდ პეტრეუსი დაინიშნა. მაკკრისტალმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი გუნდის წევრებმა ჟურნალ როლინგ სთოუნში პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკეს.
“ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება არ შეეფერება ჯარების მთავარსარდლის მოქმედების სტანდარტებს.”-განაცხადა ბარაკ ობამამ.
კანონმდებლები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდნეტის არჩევანს მხარს უჭერენ. დევიდ პეტრეუსის პოსტზე ოფიციალურად დანიშვნის მოსმენა კონგრესში მომავალ კვირას გაიმართება.