ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ კონგრესის წინაშე ახალი ეკონომიკური გეგმა წარადგინა


ობამამ კონგრესის წინაშე ახალი ეკონომიკური გეგმა წარადგინა
ობამამ კონგრესის წინაშე ახალი ეკონომიკური გეგმა წარადგინა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამშაბათს საღამოს კონგრესის გაერთიანებული სესიის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტმა ეკონომიკური სირთულეებიდან დაღწევის გეგმა წარადგინა, რომელიც აგებულია ამერიკელი მუშა ხელის შექმნაზე, მისი ენერგიის სწორდ წარმართვასა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რასაც ობამამ "ამერიკული ღირებულებების განახლება" უწოდა.

მიმართვაში მან მოუწოდა კანონმდებლებს მიბაძონ ქვეყნის ჯარს და ერთობლივი შრომით შექმნან ისეთი სახელმწიფო, რომელიც ლიდერი იქნება მსოფლიოში განათლების მხრივ. შეიქმნას მაღალ ტექნოლოგიურად დახვეწილი თაობა, რომელთაც "მაღალი ანაზღაურება ექნებათ". აქვე მან დასძინა, რომ საჭიროა ისეთი ეკონომიკური სისტემის შექმნა, რომლის პირობებშიც დაფასდება დაუღალავი შრომა, ხოლო პასუხისმგებლიანი ამერიკელბი კი სათანადოდ დაჯილდოვდებიან.

XS
SM
MD
LG