ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ სამხედროებს მიმართა


Obama Afghanistan
Obama Afghanistan
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერაყში ამერიკული სამხედრო ოპერაციის დასრულების ორი წლისთავი აღნიშნა. მან ერაყში მომსახურე სამხედროებს და მათ ოჯახებს გამოჩენილი თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ტეხასის ქალაქ ფორტ ბლისში განაცხადა. მან ამერიკელ ჯარისკაცებს ერაყში სამხედრო სამსახურის დასრულება მიულოცა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე მიღწეულია პროგრესი, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა დასაძლევი. მან გაიმეორა აღებული ვალდებულება, რომ 2014 წელს ავღანეთს ამერიკული სამხედრო ნაწილები დატოვებენ. ამასთანავე, აღნიშნა, რომ უკან დაბრუნებულ სამხედროებს არ უნდა დასჭირდეთ სამსახურის შოვნაზე ფიქრი.
XS
SM
MD
LG