ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდების არჩევანი


2012 წლის არჩევნებში სტუდენტები და ახალგაზრდები დემოკრატების პარტიას ნაკლებად წყალობენ

ოთხი წლის წინ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამარჯვება არჩევნებში ახალგაზრდა ამერიკელების უდიდესი მხარდაჭერით მოხდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნებში სტუდენტები და ახალგაზრდები დემოკრატების პარტიას ნაკლებად წყალობენ. შესაძლოა, ეს ეკონომიკური პრობლემების ბრალია, რომლის მოგვარებასაც შეერთებული შტატების მოსახლეობას რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი ჰპირდება.

ვიდრე ტამპაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა იმართებოდა, პრეზიდენტი ობამა ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა:

„შეძახილებს ჯობია, არჩევნებში მომცეთ ხმა,“ -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ახალგაზრდა ამერიკელები პრეზიდენტ ობამას მიმართ გარკვეულ სიმპატიას იჩენენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში ხმას აუცილებლად მას მისცემენ.

ტამპას უნივერსიტეტში პრეზიდენტს ბევრი ისეთი სტუდენტი შეხვდა, ვინც არჩევნებში მონაწილოებას წელს პირველად იღებს:

„მე ხმას აუცილებლად ბარაკ ობამას მივცემ,“ - ამბობს ტამპას უნივერსიტეტის სტუდენტი პეტრიკ ქრიდონი.

ქრიდონს ობამა იმიტომ მოსწონს, რომ სოციალური თემებისა და ერთსქესიანი ქორწინების მიმართ დემოკრატებს ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ. რესპუბლიელებს კი, იმ ნიშნით არ ეთანხმება, რომ მათ ხანდაზმული ამერიკელებისთვის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაუქმება სურთ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც სამედიცინო დაზღვევის საკითხი ნაკლებად აინტერესებს და რესპუბლიკურ პარტიას უფრო მეტად ენდობა:

„სტუდენტებს ნაკლებად აინტერესებთ 50, სამოცი ან 70 წლის ასაკში რა მოელით. სამედიცინო დაზღვევის საკითხი ახალგაზრდებში ნაკლებად აქტუალურია.“

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელ ახალგაზრდებს პოლიტიკური საკითხები ნაკლებად აღელვებთ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებსაც ტოლერანტულად ეკიდებიან.

იმან კრუზი ამბობს, რომ მეგობრებთან პოლიტიკურ კამათში არასდროს ერთვება:

„მათ უფლება აქვთ საკუთარი შეხედულება ჰქონდეთ. ამიტომ ჩემს აზრს თავზე არავის ვახვევ, თუმცა არც ის მიყვარს, როდესაც ჩემს გადარწმუნებას ცდილობენ.“

ტამპაში პრეზიდენტ ობამას სტუმრობის დღეს, რესპუბლიკელთა პოლიტიკის პროტესტის ნიშნად ქუჩაში უამრავი ახალგაზრდა გამოვიდა.

პოლიტიკურ პარტიათა ყრილობებზე დელეგატები ძირითადად საშუალო ასაკის ამერიკელები არიან. დელეგატებს პარტიასთან წლების თანამშრომოლობა აკავშირებთ. მაგრამ დარბაზში აქა იქ შესაძლოა ახალგაზრდასაც მოკრათ თვალი. ჰამილტონ ზაქარიაუზის თქმით, ახალგაზრდა ამერიკელებს ბარაკ ობამამ იმედი გაუცრუა:

„მათ დაამთავრეს კოლეჯები და სამსახურებს ვერ შოულობენ. ამიტომ ახალგაზარდა ამომრჩევლები მაინც მიტ რომნისკენ იხრებიან.“

ჰამილტონის მამა, გარი ზაქარიაუზი ინდოელი ემიგრანტია. მას იმედი აქვს, რომ ოდესმე ჰამილტონიც პოლიტიკოსი გახდება:

„ეს ამერიკაა, მიუღწეველი აქ არაფერია.“

რესპუბლიკური პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ერთკვირიან ყრილობას დემოკრატები გამართავენ. იქაც შეიკრიბებიან ახალაგარზდა აქტივისტების მშობლები, რომლებასაც საკუთარი შვილის და ქვეყნის მომავლის იმედი აქვთ.
XS
SM
MD
LG