ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი წელი ერაყის ომის დასრულებიდან


ერაყში მებრძოლი ჯარისკაცების პატივსაცემად, ობამა ფორტ ბლისს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს ერაყში ომის დასრულების ორი წლისთავი აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მან ტეხასში განლაგებული სამხედრო ბაზა მოინახულა. შაბათ-კვირას კი ობამა საარჩევნო კამპანიას დაუთმობს, ისივე როგორც მისი ოპონენტი მიტ რომნი.

ერაყში მებრძოლი ჯარისკაცების პატივსაცემად, ობამა ფორტ ბლისს ეწვია. როგორც დამსწრეებს განუცხადა, აშშ-ის ჯარი ავღანეთში მძიმე ბრძოლებშია ჩაბმული. მან აქვე პირობა დადო, რომ ავღანეთის მისიაც 2014 წელს დასრულდება ადგილობრივი უშიშროების ძალებისათვის კონტროლის გადაცემით. პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა კონგრესს დეფიციტის შემცირების გეგმა დროულად დაამტკიცოს, რაც სამხედრო ბიუჯეტის მასიურ შეკვეცებს ააცილებს არმიას.
XS
SM
MD
LG