ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ორშაბათს თეთრი სახლის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მექსიკის პრეზიდენტს, ფელიპე კალდერონს და კანადის პრემიერ მინისტრს, სტივენ ჰარპერს ხვდებოდა. სამიტის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მექსიკაში არსებულმა ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა ძალადობამ შესაძლოა ამერიკა-მექსიკის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მექსიკის მთავრობის მიერ ამერიკის საზღვრებზე ნარკობარონებთან გაჩაღებული ომი იყო. როგორც ბატონმა ობამამ განაცხადა, როდესაც ადგილი აქვს შეიარაღებულ დაპირისპირებებს ქუჩებში, და ამას უდანაშაულო ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე ეწირება, ეს ყველას პრობლემა ხდება.

XS
SM
MD
LG