ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 70-ზე მეტს აღწევს.

3 მაისს, პრესის საერთაშორისო დღეს, მექსიკაში 3 ჟურნალისტის დასახიჩრებული გვამი იპოვეს. მათ მკვლელობას ნარკოკარტელებს შორის მიმდინარე ომს უკავშირებენ.

გვამების ამოცნობის შემდეგ დადასტურდა, რომ ესენი არიან: „ასოშაიტედ პრესის“ თანამშრომელი ესტებან როდრიგესი, ადგილობრივი სააგენტოს „ვერაკრუზ ნიუზ“ფოტოგრაფი გილიერმო ლუნა ვარელა და გაბრიელ ჰიუგი, გაზეთი „ნოტივერის“ ფოტოგრაფი. მათთან ერთად მოკლულია ლუნას მეგობარი გოგონა. გვამებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქ ხალაფაში საკუთარ სახლში ნაწამები და სიკვდილამდე ნაცემი ჟურნალისტი რეჯინა მარტინესი აღმოაჩინეს. რეჯინა საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო გატაცებული და ის ჟურნალ „პროცესოში“ მუშაობდა.

მექსიკა მედიის პროფესიონალებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყანად ითვლება. დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 70-ზე მეტს აღწევს.

XS
SM
MD
LG