ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიკ პერი მექსიკური ნარკოკარტელების წინააღმდეგ


რიკ პერი მექსიკური ნარკოკარტელების წინააღმდეგ
რიკ პერი მექსიკური ნარკოკარტელების წინააღმდეგ

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის რიკ პერის განცხადებით, ის მხარს დაუჭერდა შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას მექსიკის ნარკოკარტელების წინააღმდეგ. ტეხასის შტატის გუბერნატორის თქმით, ეს სამხედრო კამპანია უნდა იყოს კოლუმბიისთვის აღმოჩენილი დახმარების მსგავსი. შეერთებული შტატების სამხედროები კოლუმბიელ კოლეგებს წვრთნებით და კონსულტაციებით ეხმარებიან. ამის შესახებ რიკ პერიმ, ნიუ-ჰემპშირში გამოსვლის დროს განაცხადა. „შესაძლოა მექსიკაში საჭირო გახდეს ჩვენი სამხედრო მოქმედება, რათა განადგურდნენ იქ არსებული ნარკოკარტელები და მათგან გათავისუფლდეს ჩვენი საზღვარი,“ - განაცხადა რიკ პერიმ. რაც შეეხება მექსიკის პოზიციას, მანამდე ოფიციალური მეხიკო ამგვარი მოქმედების წინააღმდეგი იყო, თუმცა მექსიკა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის ფინანსურ დახმარებას იღებს.

XS
SM
MD
LG