ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს, ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მექსიკისა და კანადის ლიდერებს ხვდება ეკონომიკურ განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ.

თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტი კარგი შესაძლებლობაა სამი ქვეყნის მეთაურისთვის ურთიერთანამშრომლობის გასაზრდელად.

ობამა, მექსიკის ლიდერი ფელიპე კალდერონი და კანადის პრემიერი სტივენ ჰარპერი სავარაუდოდ ასევე განიხილავენ რეგიონის როლს უფრო ფართო კონტექსტში და 14 აპრილს, კოლუმბიაში დაგეგმილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მეთაურთა შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრებენ.

XS
SM
MD
LG