ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამიტის მონაწილე ლიდერები და სამიტის მასპინძელი ქვეყნის კოლუმბიელი პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაციისაკენ მოუწოდებენ.

ამერიკული სახელმწფოების 32 ლიდერი ამოახლოებულ სამიტზე დასასწრებად ემზადება ქალაქ კარტახენაში. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა რეგიონის მასშტაბით კვლავ პოპულარობას ინარჩუნებს, პარტნიორი ქვეყნებიდან მის მიმართ გამოხატული უკმაყოფილება მატულობს, ვაშინგტონის გრძელვადიანი დაპირისპირების გამო არალეგალურ ნარკო ვაჭრობასთან და ამასთან, სამიტიდან კუბის გათიშვის გამო.

სამიტის მონაწილე ლიდერები და სამიტის მასპინძელი ქვეყნის კოლუმბიელი პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაციისაკენ მოუწოდებენ იმისათვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიერ ძალადორივი გარიგებების შემცირება მოხდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა ლათინური ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში - დენ რესტრეპომ განაცხადა, რომ ბატონი ობამა ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, თუმცა მიესალმება ამ საკითხის განხილვას.

XS
SM
MD
LG