ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინის ახალ მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს


შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ უკრაინის ახალ მთავრობას მხარს დაუჭერს და რეფორმების განხორციელების პროცესში ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანს და უკრაინის პარლამენტის სპიკერ ანდრი პარუბის შეხვდა.

38 წლის გროისმანი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოკავშირეა. მან არსენი იაცენიუკი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა. პოსტიდან მისი წასვლის მიზეზად უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და რეფორმების პროცესის ნელი ტემპით განხორციელება სახელდება.

XS
SM
MD
LG