ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ულტრამემარჯვენეების და ულტრამემარცხენეების მთავარი სამიზნე პოლიციაა


Contagion Network Research Institute -ის მიერ მომზადებული 24 გვერდიანი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ულტრამემარცხენეების და ულტრამემარჯვენეების ბრძოლის ტაქტიკა თითქმის იგივეა. ჯგუფები ორივე მხრიდან ძირითადად საკუთარი მესიჯების, რომელიც ხშირად ძალადობრივია, გასაზიარებლად სოციალურ ქსელებს იყენებენ. ძირითადი პლატფორმები - "რედიტი", "ტვიტერი" და "ფეისბუქია".

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მკაფიოდ გამოჩნდა როგორც ულტრამემარჯვენეების, ასევე ულტრამემარცხენეების ძალადობრივი ქმედებები და ისინი ადამიანების დიდი ჯგუფების მანიპულირებას ცდილობენ.

გაირკვა, რომ ორივე ჯგუფის მთავარი სამიზნე პოლიციელები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან. კვლევის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ორივე ჯგუფი სხვადასხვა მიზეზით და ქმედებით ებრძვის პოლიციას და აყალიბებს საკუთარ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ე.წ. კონტროლს ამყარებენ და ვითარებას გაკონტროლებას ცდილობენ.

შეიარაღებული ე.წ. რაზმების გადაადგილება ამერიკის ბევრ სხვადასხვა ქალაქში ბოლო თვეებში ხშირად არის შესამჩნევი. ჯგუფები, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ არის ორგანიზებული. სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. პოსტების საკმაოდ დიდი ნაწილი პოლიციელების მკვლელობას ითვალისწინებს.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ულტრამემარცხენე დაჯგუფებების, როგორიც არის "ანტიფა" ქმედებები უფრო ნაკლებად ლეტალურია ვიდრე მათი მოწინააღმდეგეების ულტრამემარჯვენე ფლანგიდან. თუმცა, კვლევა ამბობს, რომ ორივე ჯგუფის ქმედებები კანონსაწინააღმდეგოა და სამართალდამცავებთან ძალადობის ორგანიზებასა და წახალისებას გულისხმობს.

კლვევის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით დიდი საფრთხე ულტრამემარჯვენეებისგან მოდის, რომელთა მიმართ მაღალი ტრიბუნებიდან განცხადებები არ კეთდება.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, ულტრამემარცხენე ჯგუფის "ანტიფას" შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ წაუყენებიათ ბრალი "ანტიფას" არცერთი წევრის მიმართ, სამოქალაქო არეულობასთან დაკავშირებით.

Contagion Network Research Institute-ის 24 გვერდიან კვლევაში წერია, რომ მკვეთრად იზრდება "ანარქო-სოციალისტური ექსტრემიზმი და მას შემაშფოთებელს უწოდებენ. მეტიც, ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელებში "რედიტი" და "ტვიტერი" მნიშვნელოვნად იზრდება ძალადობის შემცველი განცხადებები და ძირითადი ფაბულა არის "ყველა პოლიციელი ნაძირალაა" განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარებაა სოციალურ ქსელ "რედიტზე" სადაც ხშირია პოსტები პოლიციელების მკვლელობის მოთხოვნის შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელებს უჭირთ ებრძოლონ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ინფორმაციის გავრცელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ულტრამემარჯვენეები და მემარცხენეები იყენებენ ფოტოსურათებს კონკრეტული წარწერებით, სოციალური ქსელების ალგორითმს კი მათი გაანალიზება და ძალადობის დროული აღკვეთა უჭირთ. სწორედ შეცვლილი ტაქტიკის გამო, სოციალური ქსელები დამატებით პრობლემას წააწყდნენ.

"ამერიკის ხმის" კითხვებს სოციალური ქსელი "რედიტი" არ პასუხობს. "ტვიტერიდან" კი მივიღეთ წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან გააქტიურონ მუშაობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად რათა მოხდეს ძალადობრივი შინაარსის შემცველი შეტყობინებების გამოვლენა, წაშლა და გამავრცელებლების დაბლოკვა.

ანარქისტულმა ჯგუფებმა მასშტაბური გამოსვლების ორგანიზება მოახერხეს 25 ივლისს, სწორედ ამგვარი ფოტოსურათების და ჰეშთეგების გამოყენებით, რასაც შემდგომში არეულობა მოჰყვა ამერიკის 20 დიდ ქალაქში. ძალადობრივი ქმედებებით პორტლენდი, ორეგონი, რიჩმონდი და ვაშინგტონის შტატი გამოირჩეოდა.

პოლიციამ საერთო ჯამში ასობით ადამიანი დააკავა სხვადასხვა შტატსა და ქალაქში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG