ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგია ბრეივიკზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


ნორვეგია ანდერს ბრეივიკზე ოსლოს სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ნორვეგიის იუსტიციის მინისტრმა ანდერს ანუნდსენმა დღეს განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს ოსლოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება თხოვა. ოსლოს სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ანდერს ბრეივიკის უფლებები-კერძოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, როცა ის საკანში განმარტოებულად მოაქცია.

ბრეივიკმა მარტში ნორვეგიის მთავრობას უჩივლა და განაცხადა, რომ სატუსაღოში მას იზოლაციაში ამყოფებდნენ, ხშირად გაშიშვლებით ჩხრეკდნენ და ასევე ხელბორილებს უკეთებდნენ, რამაც მისი უფლებები დაარღვია.

ბრეივიკმა 2011 წელს კუნძულ უტოიაზე 69 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ციხეში ტერორიზმისა და მასობრივი მკვლელობებისთვის იხდის სასჯელს.

XS
SM
MD
LG