ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომუნისტური დინასტიის მესამე თაობა


კომუნისტური დინასტიის მესამე თაობა
კომუნისტური დინასტიის მესამე თაობა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჯონგ ილის უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი ოთხვარსკვლავიანი გენერლების რანგში აიყვანეს. ეს ჩრდილოეთ კორეაში არსებული კომუნისტური დინასტიის უკვე მესამე თაობაა.

ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის ყრილობამ კიმ ჯონგ ილი პარტიის გენერალურ მდივნად აირჩია, რასაც ყრილობის დელეგატები მხურვალე ტაშით შეხვდნენ. 30 წლიანი ინტერვალის შემდეგ ჩრდილეოთ კორეის მუშათა პარტიის ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კიმ ჯონგ ილმა თავის ვაჟს ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდება მიანიჭა.

როგორც ამბობენ 68 წლის კიმს, რომელსაც ჯანმრთელობა შერეყეული აქვს ამ ნაბიჯით თავისი მემკვიდრის დასახელება სურდა. კიმის უმცროსი ვაჟის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, ცნობილია რომ ის დახლოებით 25 წლის არის და სხვისი სახელით შვეიცარიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. შეერთებული შტატების ხელისუფლება სკამაოდ ფრთხილად მოეკიდა ამ ინფორმაციას.

რაც შეეხება ექსპერტებს, როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის შუა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის განყოფილების დირექტორი რიჩარდ ბუში ამბობს:“ კიმ ჯონგ ილის სიკვდილის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა შესაძლოა ძირეულად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს, იაპონიას და სამხრეთ კორეას ამის დიდი იმედი აქვთ.“

ჩრდილოეთ კორეა და მისი მთავარი მოკავშირე ჩინეთი ექვსმსხრივი მოლაპარაკეკების განახლებას უჭერენ მხარს, რომელიც ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავს. ჩრდილეოთ კორეამ გასულ წელს დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი რიჩარდ ბუში აცხადებს ობამას ადმინისტრაცია მზად უნდა იყოს კიმ ჯონგ ილის წასვლის შემთხვევაში ახალი ურთიერთობები დაამყაროს ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან. მისი თქმით:“ ჩრდილოეთ კორეის ახალ მთავრობას უნდა უთხრან, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი თუ ფხენიანი უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე. წინააღმდეგ შემთხევაში ეს ქვეყანა ისევ იმ მძიმე მდგომარეობაში დარჩება როგორც დღეს არის.“

რიჩარდ ბუში შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეის კოლექტიური ხელმძღვანელობა, რომელიც მმართველი ოჯახის გამოუცდელი წევრებით იქნება დაკომპლექტებული ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს, რაც ამ რეგიონის ქვეყნებს უამრავ პრობლემას შეუქმნის.

XS
SM
MD
LG