ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქე ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს


ჯეფრი ედუარდ ფაულმა საკუთარი ვიზის პირობები დაარღვია და ახლა დაკითვის მიზნით არის დაკავებული

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის მოქალაქე დააკავა, რომელიც ქვეყანაში ტურისტად აპრილში ჩავიდა.

კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ჯეფრი ედუარდ ფაულმა საკუთარი ვიზის პირობები დაარღვია და ახლა დაკითვის მიზნით არის დაკავებული.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაკავების შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული არ არის თუ რას მოიმოქმედებს ოფიციალური ვაშინგტონი.

ფხენიანი ასევე იუწყება, რომ აპრილში 24 წლის ტურისტი, მეთიუ ტოდ მილერი დააკავეს, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ვიზა დახია და ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
XS
SM
MD
LG