ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაძაბულობა ჩრდილოეთ კორეის გარშემო გრძელდება


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღარ გააგზავნის დელეგაციას ჩრდილოეთ კორეაში. ფხენიანმა განაცხადა, რომ არ არის ვალდებული შეასრულოს ამერიკასთან დადებული შეთანხმება.

გაეროს სააგენტოს წარმომადგენელის დღევანდელი განცხადება გამორიცხავს ამგვარი ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა ფხენიანითვის სასურსათო დახმარების მიწოდება.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით ის კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრის გაყვანას გეგმავს, რაც დასავლეთის შეშფოთებას იწვევს, რადგან ნებისმიერი სატელიტის გაყვანა ორბიტაზე ფაქტობრივად ბალისტიკური რაკეტის საშუალებით ხდება.

XS
SM
MD
LG