ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა „სპეციალური ზომით“ იმუქრება, რომელიც სამხრეთ კორეის მთავრობას 3-4 წუთში გაანადგურებს.

დღეს გაკეთებული ეს განცხადება ფხენიანის მიერ მუქარის გამოთქმის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა დღევანდელი განცხადება გაცილებით უფრო აგრესიული და გაბედული იყო, ვიდრე დანარჩენი სხვები. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აგრესიულმა რიტორიკამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, რაც ფხენიანში ძალაუფლება კიმ ჩენ უნმა ჩაიბარა.

ჩრდილოეთ კორეის გაღიზიანება სეულის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ახლა აქვთ ბალისტიკური შესაძლებლობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ წერტილში იძლევა სამიზნის დაბომბვის საშუალებას.

XS
SM
MD
LG