ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გისოსებს მიღმა მიღებული ნობელის ჯილდო


გისოსებს მიღმა მიღებული ნობელის ჯილდო
გისოსებს მიღმა მიღებული ნობელის ჯილდო

ლიუ სიაბაო ნობელის საპატიო ჯილდოს თავად იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მიიღებს, რომ ჩინეთის ციხეში 11 წლიან პატიმრობას იხდის.

მთავრობამ მას გასულ წელს დასდო ბრალი, მაგრამ კონკრეტულად რომელი კანონის დარღვევისთვის არავის დაუკონკრეტებია. მისი დაკავება ამ ფაქტამდე ერთი წლით ადრე, 2008 წლის დეკემბერში მოხდა, მალევე მას შემდეგ, რაც სიაბაოს მიერ შედგენილი ქარტია 8 გამოქვეყნდა, მანიფესტი, რომელიც მთავრობას რადიკალური პოლიტიკური რეფორმებისკენ მოუწოდებს.

ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერი, 77 წლის ბაო ტონგი ამბობს, რომ ნობელის სახელობის ჯილდო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ქარტია 8-ში ლიუ მთავრობას ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემისკენ და ხალხის მიმართ პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. ის ამ ძალისხმევას მსოფლიოს მშვიდობაში წვლილის შეტანად თვლის.”-აცხადებს ბაო ტონგი.

ბაო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თანამდებობის პირი იყო, რომელიც 1989 წლის ტიანანმენის მოედანზე სისხლიანი დემონსტრაციის შემდეგ ციხეში მოხვდა.

1989 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებისთვის ლიუც დააკავეს. მოგვიანებით, გათავისუფლების შემდეგ, ის ჩინეთის ერთ პარტიული პოლიტიკური სისტემის დაწერის შემდეგ ისევ დაიჭირეს.

ლიუს მეუღლე, ლიუ სია ამბობს, რომ ლიუს მონახულების უფლება მას თვეში ერთხელ აქვს.

“ის ყოველთვის კარგ განწყობაზეა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის ჰეპატიტიც.”-ამბობს ლიუ სიაბაოს მეუღლე.

თუმცა ლიუს კანდიდატურის მხარდაჭერა, ნობელის პრემიის მისაღებად უნივერსალური არ ყოფილა, ბევრი ოკეანის გაღმა მცხოვრები ჩინელი აქტივისტი ღია წერილებში მას ცილისწამებასა და ჩინეთის მთავრობის მიმართ არასაკმარის სიმკაცრეში ადანაშაულებდა.

ლიუს კანდიდატურის მიმართ ასევე ნათლად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება ქონდა ჩინეთის მთავრობას. ახლახანს ჩატარებულ ბრიფინგზე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს -სპიკერს ლიუ სიაბაოს სახელი არ დაუფიქსირებია, მაგრამ განაცხადა, რომ ჯილდო კანონდამრღვევ კანდიდატს არ შეეფერება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის საერთაშორისო მხარდაჭერა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდნეტისგან და ახლა სახელგანთქმული მწერლისგან, ვაცლავ ჰაველისგან მოდის. ჰაველმა ლიუ “ურყევი და მშვიდობიანი რეფორმების დაცვისთვის შეაქო.”

მხარდაჭერამ ამერიკელი კანონმდებლებისგანაც არ დააყოვნა, მათ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნოემბერში დიდი 20-ეულის სამიტზე ჩინეთის პრეზინდეტ ჰუ ჯინტაოსთან შეხვედრისას, სიაბაოს საკითხის წამოჭრისკენ მოუწოდეს.

ქარტია 8-ს ხელი 300-მდე ინტელექტუალმა, ადვოკატმა, გლეხმა და მუშამ მოაწერა. დოკუმენტი შემდგომ ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა და ახლა 10 000-მდე ხელისმომწერი ყავს.

ლიუს მეუღლის განცხადებით, მისი ქმარი ციხეშიც ახერხებს ყველანაირი ლიტერატურის კითხვას, გარდა პოლიტიკური პუბლიკაციებისა და წერას განაგრძობს.

“მე მისთვის რვეულები და კალმები მიმაქვს, რათა მან წერა განაგრძოს.”-ამბობს ლიუ სია.

თუმცა, ლიუ სიას თქმით, მას უფლებას არ აძლევენ მეუღლეს მსოლფიოში მომხდარი ამბები შეატყობინოს.

ლიუ სიაბაოს 11 წლიანი პატიმრობის, ჯერ მხოლოდ 2 წელი გავიდა, სავარაუდოდ არავინ იცი როდის გაიგებს ის თავად, რომ მშვიდობისათვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

XS
SM
MD
LG