ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოსთან 2 აქცია გაიმართება


ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია იგეგმება

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახადა, რომ თბილისში განვითარებულ პროცესებს, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან გააპროტესტებენ. საკონსულოს შენობასთან ორი აქცია სხვადასხვა დროს არის დაგეგმილი.

სოლიდარობის აქცია, ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან 6 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით ხდება.

ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან, აქცია გაიმართება
ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან, აქცია გაიმართება

"ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დავგდგეთ ჩვენი საქართველოში მყოფი დების და ძმების გვერდით, გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა დაშავებულ ადამიანს, რათა მათი მსხვერპლი არ იყოს ფუჭად გაღებული.

ჩვენ ვემიჯნებით კონტრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და არ წარმოვადგენთ არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს. ეს აქცია არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის მხარდაჭერას ან მათი დამოკიდებულებების გაზიარებას. პროტესტს ვუცხადებთ საქართველოს მთავრობის ძალადობრივ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას,"- ნათქვამია განცხადებაში რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

გენერალურ საკონსულოსთან დღესვე კიდევ ერთი აქცია გაიმართება, ის 21 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. ქართველი ემიგრანტების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტა. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აქცია თვითორგანიზებული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG