ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოვითხოვთ დამოუკიდებელ გამოძიებას - "საერთაშორისო ამნისტია"


უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტია", თბილისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას, პოლიციის მხრიდან საპროტესტო აქციაზე ძალის გამოყენების შესახებ. უფლებადამცველები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

"საერთაშორისო ამნისტია" დაშავებული მედიის წარმომადგენლების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სხეულის დაზიანება მინიმუმ 31-მა ჟურნალისტმა მიიღო. „[ჟურნალისტების] უმრავლესობა რეზინის ტყვიებითაა დაშავებული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და პროტესტის გაშუქებას ცდილობდნენ“ - ნათქვამია "საერთაშორისო ამნისტიის" განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG