ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია იუწყება, რომ გასულ წელს, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობის შემცირება გრძელდებოდა. აღსრულება 4 პროცენტით შემცირდა, ახალი სასიკვდილო განაჩენების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იკლო.

გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ თქვა, რომ გასულ წელს, 23 ქვეყანაში სულ ცოტა 993 სიკვდილით დასჯა მოხდა, რაც 2016 წლის 1036-თან შედარებით, 4 პროცენტით, 2015 წლის 1634-თან შედარებით კი 39 პროცენტით ნაკლებია.

ანგარიშის თანახმად, სიკვდილით დასჯის შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა, გასულ წელს, ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, ერაყში და პაკისტანში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG