ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იან კელი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება


იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა. “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ კომენტარში მან საქართველოს ერთიანობისკენ მოუწოდა.

“თბილისში დღეს საღამოს მიმდინარე მოვლენების შემყურე, თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავს. ქართველებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ისე, როგორც თქვენი მეგობრები გიჭერენ მხარს. ახლა არა ძლადობის, არამედ დიალოგის დროა,” უთხრა ყოფილმა ელჩმა “ამერიკის ხმას.”

თბილისში პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე, პარლამენტის სპიკერის სავარძელში გამოჩენას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგად პოლიციამ შეკრებილი მომიტინგეების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG