ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეების მიერ მოტაცებული ორი ამერიკელის ძებნა გრძელდება


კაპიტანი და უფროსი ინჟინერი საერთაშორისო წყლებში მომხდარი თავდასხმის შედეგად გაიტაცეს

ნიგერიის ოფიციალური წარმომადგნელების განცხადებით, გვინეის ყურესთან მეკობრეების მიერ მოტაცებული ორი ამერიკელის ძებნა გრძელდება. შეერთებული შტატების დროშიანი ნავთობმომარაგების გემიდან კაპიტანი და უფროსი ინჟინერი ოთხშაბათს, ნიგერიის ნაპირების მახლობლად, საერთაშორისო წყლებში მომხდარი თავდასხმის შედეგად გაიტაცეს.

68-მეტრიანი ხომალდის „სი-რეტრივერი“ (C-Retriever) მფლობელი ამერიკული კომპანია “ედისონ ჩოსეტ ოფშორი“ (Edison Chouest Offshore) კომენტარისგან თავს იკავებს. შეერთებული შტატების განცხადებით, პირატებმა ეკიპაჟის დარჩენილი ნაწილი გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG